"საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიის წინსვლის შესაძლებლობა აქვს", - ჯონ შაჰინი და ამერიკელი მაღალჩინოსნები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ხაზგასმულია, რომ რუსეთის ქმედებების ფონზე აუცილებელია შავი ზღვის რეგიონში პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება.
ჯინ შაჰინი დელეგაციასთან ერთად უკვე საქართველოშია და ოპოზიციასთან შესახვედრად ემზადება, რომელიც 7 საათზე დაიწყება. ხელისუფლების ოპონენტები ამერიკელ სენატორს ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე მიაწვდიან ინფორმაციას. იგეგმება ამერიკის დელეგაციის შეხვედრა ხელისუფლების, საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.