წლების წინ კრემლმა ზუსტად იგივე სიტყვებით, და იგივე არგუმენტებით მიიღო ზუსტად იდენტური კანონი, რომლის მსგავსაც დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ვხედავთ და ვისმენთ. როგორც ჩანს, ინსტრუქტაჟი ერთ ხალხთან გაიარა ორივე ძალამ. რუსეთშიც ამტკიცებდნენ, რომ ეს ამერიკული კანონის ასლია. არადა ამერიკაში მსგავსი კანონი ეხება მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში და ისიც უცხო ქვეყნის სახელით ჩართულ პირებს, საქართველოსა და რუსეთში კი ეხება ყველა არასამთავრობოს და მედია ორგანზიაციას.
ახლა ქართულ ოცნებას უნდა ასეთი კანონი მიიღოს და თან ამტკიცებს, რომ ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. რუსეთში დროთა განმავლობაში რეჟიმი კიდევ უფრო შორს წავიდა - და მაგალითად უცხოეთის აგნეტებად გამოცხადებულ ადამაინებს აუკრძალა საჯარო სამსახურში დასაქმება, პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა.
იქ ახლა აგენტის სტატუსს აკერებენ უკვე ყველას, ვისაც ოდნავ შესამჩნევი გავლენა აქვს საზოგადოებაზე და ვისი ხედვებიც თუნდაც მცირედით გადახრილია პროპაგანდისტული ვექტორიდან. და ბოლოს - თუ დაფინანსების ლოგიკას გავყვებით, მაშინ ყველაზე დიდი უცხეთის აგენტი საქართველოს მთავრობა გამოდის. მისი საქმიანობის სოლიდური ნაწილი ხომ დონორების ფულით ფინანსდება. მილიარდობით დოლარი და ევრო - გრანტების და შეღავათიანი კრედიტების სახით.