სენატორების მოულოდნელი ვიზიტი თბილისში | ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სენატორების მოულოდნელი ვიზიტი თბილისში - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დასრულებისთანავე ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ. შაჰინი სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა, ასევე არის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსი წევრი, კურირებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და არის ავტორი სენატის რეზოლუციისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

კიდევ უფრო მაღალი თანამდებობა უკავია დურბინს, ის სენატის უმრავლეობის ლიდერია, არის უკრაინის ჯგუფის წევრი. მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის ისტორიული კონტექსტიც. მიუნხენის კონეფერენციაზე მკაფიოდ ითქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა პარტნიორების მხირდან გაგრძელდება და ითქვა, რომ შავი ზღვის რეგიონი ხდება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების საკვანძო რეგიონი.

თუმცა შემთხვევითი ალბათ არც ისაა, რომ თბილისში ჩამოსული შაჰინი განცხადებას აკეთებს "მნიშვნელოვანი არჩევნებისა და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა"-ზე. შაჰინი და დურბინი 2 საათზე მეტია გაფართოებულ ფორმატში ხვდებიან პოლიტიკსოებს, უკვე ხვალ კი შევხდებიან პრეზიდენტს, პრემიერს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი