რა ხდებოდა მიუნხენის კონფერენციაზე, რომელსაც დღევანდელი გადასახედიდან თამამად შეიძლება ვუწოდოთ ისტორიული. კონფერენციაზე უკრაინის პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს, რომ მისი მხარდაჭერა გაგრძელდება რუსეთის დამარცხებამდე.
ამასთან შავი ზღვის რეგიონი ხდება ევროპის უსაფრთხოების მთავარი ღერძი, რაც საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარას აჩენს. ითქვა ისიც, რომ აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი შეთანხმდნენ სატრანზიტო დერეფნის გახსნაზე, რაც პირდაპირი გამოწვევაა საქართველოს გეოსტრატეგიული ფუნქციისთვის.
ერთი სიტყვით, მთელი მსოფლიო ამ ნაწილის გეპოლიტიკა ძირეულად იცვლება. და ამ დროს მიუნხენში ჩასული ირაკლი ღარიბაშვილი 2 რამითაა დაკავებული, ჭორაობს მიხეილ სააკაშვილზე და იმეორებს რუსეთის გზავნილს უკრაინაში დაწყებული ომის შესახებ. იგივე მოსაზრება მიუნხენში მხოლოდ ვიქტორ ორბანმა გაიმეორა, რომელსაც სხვაგვარად პუტინის ბოლო მოკავშირეს უწოდებენ ევროპის კონტინენტზე.