ძნელად თუ მოიძენება იმაზე დიდი უსამართლობა და აბსურდი, ვიდრე ნიკა გვარამიას პატიმრობაა. სულ რომ დავუშვათ ნიკას დანაშაული და ჩავთვალოთ, რომ სამსახურის მანქანით ოჯახის წევრების ტრანსპორტრება უპატიებელი დანაშაულია, ფაქტი ასეთი დგას: უკვე მეათე თქვე იწურება რაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი რუსთავის მე-12 საპატიმროშია გამოკიეტილი ბრალით, რომლის გამოც ბოლო 5 წელია ქვეყანაში არავინ დაუჭერიათ.
გასულ კვირას ნიკას მეგობრები და კოლეგები სწორედ რუსთავის საპატიმროსთან შეიკრიბენ და ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა დააფუძნეს.