
დღეს მსოფლიოს 17 სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. შეკრების ორგანიზატორი რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინია. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
"საქართველოს მთავრობამ პარტნიორებს არ მოუსმინა. არც საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც შეეძლო საჭირო ნაბიჯები გადაედგა. დღეს არსებული ვითარება ან საქართველოს მთავრობის სიჯიუტის, ან პოლიტიკური ანგარიშსწორების შედეგია. შესაძლებელია "ქართული ოცნების" მთავრობა იმდენად დამოუკიდებელი არ არის, რომ მსგავსი საკითხი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. როგორც ვხედავთ, მთავრობა მზად არის უარი თქვას ევროინტეგრაციაზე, ოღონდ სააკაშვილი არ სამკურნალოდ არ გადაიყვანონ", - ამბობს ფეიგინი.
იხილეთ: