დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, საჭიროა უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს შემუშავება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრი ქვეყნები და სადაც რუსეთმა დაარღვია ადამიანების უფლებები.
მისი თქმით, ეს საჭიროა გრძელვადიანი უსაფრთხოების მისაღწევად.
"ცივი ომის შემდგომი ეპოქის ხელშეკრულებებმა და შეთანხმებებმა უკრაინაში არ გაამართლა. ასე, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ჩარჩო მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის. ადამიანის უფლებებიდან დაწყებული ბირთვული საფრთხეებით, საქართველოდან მოლდოვამდე, რუსეთმა ჩაიდინა დარღვევები NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართ და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი არ იყო საკმარისად ძლიერი", - თქვა რიში სუნაკმა.
მან გაიმეორა სტოლტენბერგის სიტყვები, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, მაგრამ მისი თქმით, სანამ ეს მოხდება მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გასაძლიერებლად.