"არა რუსულ კანონს!" - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს" - ჟურნალისტების ნაწილი პარლამენტში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტის დარეგისტრირებას აპროტესტებს. ისინი შეძახილებითა და პლაკატებით დახვდნენ ბიუროს სხდომაზე შესულ დეპუტატებს.

"მაინც ვერ გაგვაჩუმებთ!"; "თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები"; "საქართველოში რუსეთს ვერ დაამყარებთ"; "სოზარ შენც "აგენტი" ხარ?" - ამ შინაარსის პლაკატები მიიტანეს ჟურნალისტებმა დღეს პარლამენტში. 

ჟურნალისტები ამბობენ, რომ თუ პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, ქვეყანაში მედიაგარემო კიდევ უფრო გაუარესდება. კანონპროექტი უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმაც. ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კი აღნიშნა, რომ ამ კანონის განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ დივერსიაა.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი "უცხოური ძალებიდან" მოდის. "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ კანონპროექტის მიხევდით იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები - "ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან".

 იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი