"მოვუწოდეთ მთავრობას, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის სურვილს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით" | ჯინ შაჰინი

გამოქვეყნდა:

მოვუწოდეთ და ვურჩიეთ მთავრობას, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი შემაჯემებელ პრესკონფერენციაზე საუბრობს. 

რამდენიმე დღის წინ შესრულდა ერთი წლისთავი რუსეთის შეჭრისა უკრაინაში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში საქართველოში ყოფნა, რადგანაც საქართველომაც ზუსტად მსგავსი სიტუაცია გამოსცადა თავის თავზე 2008 წელს. 

ჩვენ გვქონდა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან, განვიხილეთ სტრატეგია, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. გვქონდა შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, პრეზიდედნტთან, პრემიერმინისტრთან და ამ ყველა შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია დგას საქართველოს მხარდამხარ და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვრონ ხემოკრატიულ ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა დღევანდელ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. 

ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, ამ შეხვედრებზე მთავრობას, რომ გააგრძელონ ეს მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში, - ამბობს შაჰინი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი