"თუ საქართველოს EU-ში გაწევრიანება სურს, უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირის რეკომენდაცია, სადაც მთავარი მიმართულება მედიის თავისუფლებაა" | შაჰინი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირის რეკომენდაცია, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მედიის თავისუფლებაა.

როგორც ამერიკელმა სენატორმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, საქართევლოში ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. 

"მადლობა მაისურისთვის, თქვენ მართალი ბრძანდებით, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებში ეს არის პირობა, განსაკუთრებით მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები, ძირითადი ერთ-ერთი 
მთავარი მიმართულება და კარგად ფუნქციონირება არის მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, იმუშაონ თავიანთი პროფესიით და აწარმოონ თავიანთი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრებას", - ამბობს შაჰინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი