
ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, "ხალხის ძალის" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი "უცხოელი აგენტების" შესახებ, არ შეესაბამება ამერიკულ კანონმდებლობას და ის ძალიან ჰგავს რუსულ მოდელს. მისივე განცხადებით, იგივე კანონპროექტი მუშაობს უნგრეთშიც.
"ვიქნები ძალიან მკაფიო, ეს კანონპროექტი რომელიც წარადგინეს საქართველოში ძალიან ჰგავს რუსულ კანონს და იგი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისი. ასევე მსგავსი კანონი მიღებული იქნა უნგრეთის მიმართ და მათზე დადასტურდა, რომ ეს ქვეყანა არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან და ასევე ადამიანის უფლებებთან რეალიზების საკითხებთან, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება", - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
იხილეთ ასევე: