
ამერიკელი სენატორის, რიჩარდ დურბინის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიონს. როგორც სენატორმა ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თვალყურს ადევნებს მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება.
"20 წელია, მე მას პირადად ვიცნობ. ადრე, როცა პრეზიდენტი იყო, ხშირად მსტუმრობდა. მის, ამ ბოლო სიტუაციას ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. არ მაქვს ინფორმაცია სამართლებრივი ბრალდებების შესახებ, არც სამედიცინო კუთხით ვარ ექსპერტი, რომ ამაზე ვისაუბრო. თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისა და მისი უფლებების დაცვისკენ. მას, როგორც ნებისმიერ პატიმარს, უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება", - განაცხადა სენატრომა რიჩარდ დურბინმა.