ამერიკელი სენატორები თბილისში | აშშ-ის ღია მხარდაჭერა ქართველ ხალხს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატებისგან ღია მხარდაჭერას ქართველი ხალხიც იღებს. ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლის პარალელურად, თბილისში სენატორები შაჰინი და დურბინი ჩამოდიან. პოლიტიკური პროცესები, ევროინტეგრაცია, უსაფრთხოება და ქვეყნის საგარეო კურსი - ეს მთავარი თემები იყო, რომლებზეც სენატორები ხელისუფლების, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას საუბრობდნენ.

კრიტიკული მედიამენეჯერების პატიმრობა და მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი კანონის მიღება უცხოელი აგენტების შესახებ კი ამერიკელი პარტნიორების ღია უკმაყოფილების მიზეზი გახდა - მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მსგავსი პოლიტიკური ნაბიჯები აფერხებს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი