გლობალური პროტესტი და სახალხო მსვლელობა საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსოფლიოს 17 ქალაქში მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენისა და მისი წამების დასრულების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
მოვლენების ეპიცენტრი კი ბათუმსა და თბილისში იყო. დედაქალაქში მთავრობის ადმინისტრაციასთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ აქტივისტები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სააკაშვილის გათვისუფლებისთვის ბრძოლამ კვლავ გააერთიანა, მმართველი პარტიის ოფისისაკენ გაემართნენ და "ქართული ოცნების" შტაბთან კიდევ ერთხელ მოითხოვეს მესამე პრეზიდენტის გადარჩენა.