"ქართული ოცნების" კანონპროეტი პრეზიდენტის ვეტოსთვის არის განწირული. სალომე ზურაბიშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კონსტიტუციურ უფლებას გამოიყენებს და კანონპროექტს დაბლოკავს.
სახელმწიფოს მეთაურმა თავისი ხისტი პოზიცია ღიად მას შემდეგ დააფიქსირა, რაც არაერთი მოწოდების მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" სადაო ინიციატივა ბიუროს სხდომაზე მაინც დაარეგისრტრირა.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი