"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივას ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კანონპროექტი დამუშავების ეტაპზეა და მასზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს:
"ვეხმაურებით და ჩვენი მხარდაჭერა ექნება. დეტალურად გავივლით ჩვენ ამ კანონპროექტს და სხვანაირად შეუძლებელია, რომ საქართველოს პარლამენტი მთავრობის მხარდამხარ და კვალდაკვალ არ ზრუნავდეს მთავარ გამოწვევაზე, რაც არის დღეს. როდესაც ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, როდესაც პარალელურად არის მაღალი ინფლაცია, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი, მაგრამ მაინც მაღალი ინფლაცია, ამ დროს მთავარი გამოწვევაა, ეს ეკონომიკური ზრდა მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე და ამის უზრუნველსაყოფად ბუნებრიივია საკანონმდებლო მხარდაჭერა ექნება საქართველოს მთავრობას", - ამბობს მდინარაძე.
იხილეთ ასევე: