სპეცოპერაციიების სერია მადრიდსა და ალკობენდასაში. ესპანელმა სამართალდამცველებმა ქართული კრიმინალური დაჯგუფების 25 წევრი დააკვეს, რომლებასაც სულ მცირე 17 სახლის ძალადობრივი გზით ძარცვა ედებათ ბრალად.
კრიმინალური ქსელის წევრები, რომლებსაც კანონიერი ქურდები მფარველობდნენ, იპარავდნენ მხოლოდ ძვირადღირებულ ნივთებს, მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მესამე ქვეყანაში სპეციალურ ანგარიშზე ირიცხებოდა. 2022 წელს დაწყებული გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ესპანელი ძალოვანები ახალი დაკვებების მოლოდინში არიან.