
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ე.წ. განდგომილების მიერ ინიცირებულ
"აგენტების კანონს" ეხმაურება, რომელიც "ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა რამდენიმე დღის წინ წარადგინეს.
როგორც ლომჯარია სოციალულ ქსელში წერს, ყველა დეპუტატი, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს, ხელს მოაწერს რუსული გავლენის აგენტების სიაში საკუთარი თავის რეგისტრაციას.
"ყველა დეპუტატი, ვინც რუსულ კანონს დაუჭერს მხარს, ხელს მოაწერს რუსული გავლენის აგენტების სიაში საკუთარი თავის რეგისტრაციას. იქნება ეგ სია და გვეცოდინება, ვინ გაყიდა სამშობლო. მაგრამ, არ გაგაყიდინებთ" - წერს ლომჯარია.
იხილეთ ასევე: