არგუმენტი, რომ ინიცირებული კანონი გამჭვირვალობისთვისაა არ ჭრის, რადგან ის უკვე არსებობს - შაჰინი

გამოქვეყნდა:

"კანონი, რომელიც პარლამენტში წარადგინეს, არ არის ამერიკული კანონი FARA. მე მიმუშავია იმ კანონზე, მის რეფორმირებაზე, თავდაპირველად ის 1930-იანებში იყო მიღებული ჰიტლერის პასუხად, როგორც ძალისხმევა, რომ ამოგვეცნო ლობისტები ან სხვები აშშ-ში და მათ მოვთხოვეთ რეგისტრაცია.

აქაური კანონპროექტი არის რუსეთში არსებული კანონის მსგავსი, რომელიც ძალიან ეფექტიანი იყო რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვისა და მედიის გასაჩუმებლად. ეს არ არის ხელშემწყობი იმ 12 პირობისა, რომლის შესრულებაც ევროკავშირმა სთხოვა საქართველოს EU-ში ინტეგრაციისთვის და ეს კანონი ძალიან ჰგავს იმას, რომელიც უნგრეთმა მიიღო და რომელიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ეს არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ვფიქრობ ვისურვებდით დემოკრატიულ ქვეყანაში და არც გამჭვირვალობისთვის არის საჭირო ასეთი კანონი, არგუმენტი, რომ ეს გამჭვირვალობისთვის არის საჭირო არ ჭრის, რადგან უკვე არსებობს გამჭვირვალობა, NGO-ებს ისედაც ეკისრებათ ვალდებულება, განაცხადონ, საიდან ფინანსდებიან".

 უთხრა "რადიო თავისუფლებას" საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი