მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას სააპელაციოში დღეს გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების თაობაზე.

უფლებადამცველები სააპელაციოში, ასევე, წარადგენენ სახალხო დამცველის კონსილიუმის ახალ დასკვნას, ახალ ავადმყოფობის ისტორიას, რომლის მიხედვითაც "ვივა მედი" ბევრ დიაგნოზს ადასტურებს და ვიდეო კადრებს, რომლებიც განაჩენის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა და რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.

ოჯახი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. 20 თებერვალს გიული ალასანიამ თქვა, რომ მან კიდევ ერთი კილოგრამი დაიკლო და ძალიან უჭირს გადაადგილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი