
"გადაარჩინე მიშა!" - რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინის მიერ ორგანიზებული გლობალური აქციის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით ჰააგაშიც შეიკრიბნენ. აქცია გაიმართა საბერძნეთშიც.
პროტესტის მონაწილეების განცხადებით, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და პუტინს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა მასზე შური იძიოს.
გუშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართული გამოსვლები, 4 ივნისის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად უკვე მეორე გლობალური აქცია იყო. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოს ორ ქალაქში - თბილისსა და ბათუმშიც შეიკრიბნენ.