თავდაცვის სამინისტრო და Rosatom მზად უნდა იყვნენ ბირთვული იარაღის გამოცდისთვის - პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი აჩერებს ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების (START) შესახებ.

START-ის შეთანხმება ამერიკასა და რუსეთს შორის 2002 წელს შედგა და იგი მიზნად ისახავდა მსოფლიოში ბირთვული არსენალის შემცირებას.

პუტინის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს დახმარებით, ულტიმატუმს უყენებს მოსკოვს, რომ START-ის ახალი შეთანხმება მიიღონ. 

"ვაშინგტონი გვთხოვს, რომ შევასრულოთ ყველა შეთანხმება, სანამ თვითონ გეგმავს რომ ისე მოიქცეს, როგორც უნდა", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

მისივე განცხადებით, სანამ შეთანხმებას დაუბრუნდებიან, სჭირდებათ ახსნა განმარტება ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვული არსენალის შესახებ. 

ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტი ვაშინგტონს ბირთვული იარაღის გამოცდის მცდელობაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ "ეს ინფორმაცია საჯაროდაც არის ხელმისაწვდომი".

სიტყვით გამოსვლის დასასრულს პუტინმა თავდაცვის მინისტრსა და როსატომის ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ "მზად იყვნენ ატომური იარაღის ტესტირებისთვის".

„ამ ვითარებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და როსტომმა უნდა უზრუნველყონ მზადყოფნა რუსული ბირთვული იარაღის გამოცდისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით პირველი, ვინც ამას გავაკეთებთ. მაგრამ თუ შეერთებული შტატები ჩაატარებს ტესტებს, ჩვენც გავაკეთებთ - აღნიშნა პუტინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი