ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს და სხდომათა დარბაზს ე.წ. ხალხის ძალის რუსული კანონპროექტის განხილვისთვის დაუბრუნდეს.
საბოლოო გადაწყვეტილება გუნდში ჯერ მიღებული არ არის.
ცნობისთვის, ენმ-მ პარლამენტსა და საკრებულოებში საქმიანობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე, სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
ქართული ოცნების რეაქციული დანაყოფი კი საკუთარი პროექტის კიდევ ერთი ვერსიის დარეგისტრირებას აპირებს.