ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის მიმართვა პრეზიდენტს | შეხვდება თუ არა მათ ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" ქმედებებზე გადადის. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის უკანონო პატიმრობის დასრულების ირგვლივ შექმნილი ახალი მოძრაობის წევრებმა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღია მიმართვა შეიტანეს.

მოძრაობის წევრები სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციას ითხოვენ, რათა მიეცეთ საშუალება, წარადგინონ არგუმენტები, რატომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია. პოლიტპატიმრის შეწყალება, მათი თქმით, დაადუსტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად წუხს ქვეყნის ევროპულ მომავალზე და მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისკენ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი