
მოლდოვის პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის განცხადებით, რუსეთს ახალი ფრონტის გახსნა და კიშინიოვის აეროპორტის დაკავება სურს. ამ განცხადებით მან მანამდე უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. მოლდოვის პრემიერის კომენტარს Moldova 1 ავრცელებს.
"მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე დესტაბილიზაციის სცენარი, ახლა მხოლოდ ერთია დასახელებული. მათ შორისაა რამდენიმე ელემენტი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებიდან", - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
რეჩანის თქმით, ხელისუფლება ახლა მზად არის "სხვადასხვა სცენარისთვის".
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. ზელენსკის თქმით, კრემლს სურს წვდომა კიშინიოვის აეროპორტზე, რათა შეძლოს ჯარისკაცების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება ფრონტზე. იხილეთ ამავე თემაზე: