ბაიდენის კიევში ვიზიტის დღეს რუსეთმა წარუმატებლად გამოცადა რაკეტა "სატანა" - CNN

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის დროს, 20 თებერვალს, რუსეთმა ჩაატარა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "სარმატის" გამოცდა, რომელიც, წარუმატებელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ორ ამერიკულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყარო მედიას ეუბნება, რომ რუსეთის ფედერაციამ წინასწარ აცნობა შტატებს რაკეტის გაშვების შესახებ დეკომფლიქტური ხაზებით. მეორე წყარომ კი აღნიშნა, რომ აშშ არ განიხილავდა გაშვებას როგორც ესკალაციას რუსეთის მხრიდან.

CNN-ს წყაროებმა უთხრეს, რომ "სარმატის" ბალისტიკური რაკეტის გამოცდა, რომელსაც დასავლეთში მეტსახელად "სატანა II" უწოდებენ, როგორც ჩანს, წარუმატებელი აღმოჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მასზე 21 თებერვალს ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრებდა.

პუტინს მის გამოსვლაში, რომელიც საათსა და 45 წუთს გაგრძელდა რაკეტის გაშვება არ უხსენებია, თუმცა მან ოფიციალურად თქვა, რომ რუსეთი შეაჩერებს მისი ქვეყნის მონაწილეობას შეერთებულ შტატებთან ერთად გაფორმებულ ბირთვული იარაღის შემცირების START ხელშეკრულებაში.

რუსეთის მონაცემებით, რაკეტა "სმარტს" აქვს 11000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოქმედების უნარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი