პუტინმა გააუქმა მისივე განკარგულება, რომელიც ითვალისწინებდა EU-სთან და აშშ-სთან დაახლოებას

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააუქმა 2012 წლის ბრძანებულება რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ეს კურსი ითვალისწინებდა, რომ რუსეთი დაუახლოვდება ევროკავშირსა და აშშ-ს, პატივს სცემს მოლდოვის სუვერენიტეტსა და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. 

გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 21 თებერვალს შევიდა. პუტინმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას "რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე ღრმა ცვლილებებთან დაკავშირებით".

თავისი გადაწყვეტილებით, პუტინმა გააუქმა მრავალი მითითება, რომელიც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსეთის სხვა უწყებებს  2012 წელს მისცა. კერძოდ, 11-წლიანი ბრძანებულება ითვალისწინებდა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების (START) "თანმიმდევრულ განხორციელებას". ასევე, იმას, რომ მოსკოვი გააგრძელებდა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების გზების აქტიურ ძიებას მოლდოვას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნეიტრალური სტატუსის პატივისცემაზე დაყრდნობით.

ძველი განკარგულება ასევე ითვალისწინებდა, რომ რომ რუსეთი "მტკიცედ დაიცავდა" გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც მოითხოვს სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას თანასწორობის, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე;

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი