თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის ადვოკატს რამდენიმე საათში საქმის მასალებს გადასცემენ. გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ საქმის მასალებს დაელოდებიან, რის შემდეგაც გაირკვევა, რამდენად ეფექტურად და სწორი მიმართულებით მუშაობს გამოძიება.
გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ ოჯახის ადვოკატი საღამოს გამოძების მასალებს გაეცნობა. მისივე თქმით, დღეს ადვოკატს შეხვდებიან, გაისაუბრებენ და შეჯერდებიან.
მე ბოლომდე ვერ ვიტყვი, ვენდობი თუ არა [გამოძიებას] იმიტომ, რომ მე მინდა ბოლომდე გავეცნო საქმის მასალებს, დასკვნას გავეცნო, შევჯერდეთ ოჯახის ადვოკატთან ერთად და იმის შემდეგ უკვე გაკავეთებთ შესაბამის განცხადებას. წინგადადგმულ ნაბიჯს მივიჩნევ იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს. გამოძების არანაირ მასალებს, დასკვნას არ გავცნობილვართ არც ჩვენ და არც თვითონ ოჯახის ადვოკატი. სავარაუდოდ, როგორც მე გადმომცა, დღეს საღამოს გაეცნობა. ჩვენ უკვე გვაქვს აუდიენცია ოჯახის ადვოკატთან საღამოს საათებში მე და გარდაცვლილის მამას, გავისაუბრებთ, შევჯერდებით, ჩამოვყალიბდნებით, - ამბობს კობა თამადაშვილი.
დღეს პანაშვიდზე იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, თამარ ბაჩალიაჩვილი თსუ-ს სტუდენტი იყო. უნივერსიტეტის რექტორმა თამარ ბაჩალიაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. მისივე თქმით, ხვალ დამამთავრებელი კურსელებისთვის იგეგმებოდა გამოსაშვები საღამო, თუმცა ამ ტრაგედიის გამო გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ოჯახის რადნეიმედღიანი მოთხოვნა საგამძიებო უწყებამ დღეს დააკმაყოფლა და დაღუპულის მამა დაზარალებულად სცნო. ასევე შეიცვალა საქმის კვალიფიკაცია და თავისუფლების უკანონო აღკვეთას, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.