მარტში ლუკაშენკო ირანში ვიზიტს გეგმავს

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გეგმავს, რომ მარტის შუა რიცხვებში ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩავიდეს - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA ავრცელებს ლუკაშენკოსა და ირანის ელჩ საიდ იარისთან შეხვედრის შემდეგ.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა და ირანში მიმდინარე მოლაპარაკებები თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაგვიყვანს. თუმცა, მთავარია, არ დავკარგოთ ეს მომენტი და დრო, რომ უფრო მაღალ დონეზე დავამყაროთ ურთიერთობები.",- თქვა ლუკაშენკომ. 

ირანის ელჩმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ახლა ბელარუსისა და ირანის ურთიერთობებისთვის "ისტორიული მომენტია“ და რომ ვიზიტის დროს ისინი გეგმავენ 2023 წლის გამოცხადებას ირანსა და ბელარუსს მეგობრობის წლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი