პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს სურთ თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა და EU-ში გაწევრიანების ოცნების ასრულება - სანდუ

გამოქვეყნდა:

ვარშავაში, აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ "ფეისბუქზე" წერს, რომ ბაიდენს გადასცა მოლდოველების სურვილი დარჩნენ თავისუფალი სამყაროს ნაწილად:

"აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწვევით, ვარშავაში საჯარო ღონისძიებას დავესწარი, სადაც მან ისტორიული სიტყვა წარმოთქვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით. მისი მიმართვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან განვიხილე მოლდოვის რესპუბლიკისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები და ჩვენი ძალისხმევა ქვეყანაში მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის.

პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს სურთ თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში გაწევრიანების ოცნების ასრულება. მადლობა გადავუხადეთ აშშ-ის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის.

გამოვიყენე შესაძლებლობა, ამერიკის პრეზიდენტისთვის გადამეცა, რომ იმ რთულ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, საზღვართან ომით, ჩვენ გვჭირდება აშშ-ს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა.

მადლობელი ვართ ამერიკელი ხალხის და აშშ-ს მთავრობის მიერ გასულ წელს გაწეული დახმარებისთვის ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში." წერს მაია სანდუ.

სანდუმ ჯო ბაიდენი მოლდოვაში მიიწვია.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის 1 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტი ორშაბათს, 20 თებერვალს მოულოდნელად კიევში ჩავიდა და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ომში მყოფ ქვეყანას. 

ამის შემდეგ ბაიდენი პოლონეთში გაემგზავრა. ვარშავაში ის პრეზიდენტ დუდას შეხვდა. ვარშავაში იმყოფებოდა მაია სანდუც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი