"შეხვედრებზე [ივანიშვილის] საკითხი დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის კონტექსტში წამოვჭერით" | შაჰინი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილს საუბარი დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის კონტექსტში შეეხო. ამასთან დაკავშირებით შაჰინმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"დიახ, ჩვენ წამოვჭერით მისი [ბიძინა ივანიშვილის] საკითხი დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის კონტექსტში, როგორც იმ 12 პრინციპის ნაწილი - დე-ო-ლი-გარ-ქი-ზა-ცი-ა. მიჭირს ამ სიტყვის წარმოთქმა", - თქვა შაჰინმა.

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა შაჰინს ჰკითხა, რა პოზიცია ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს ამ თემასთან დაკავშირებით: "მხოლოდ მოგისმინათ, უკომენტაროდ?" - ჰკითხა ჟურნალისტმა.

"ჩვენ განვიხილეთ ამ პირობის მნიშვნელობა და ფაქტი, რომ მხოლოდ საქართველოში არ წამოჭრილა ეს საკითხი, არამედ უკრაინაშიც წამოიჭრა თავის დროზე, ყოფილ პრეზიდენტ ბატონ პოროშენკოსთან მიმართებით", - თქვა შაჰინმა.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სენატორებს შეხვედრები ჰქონდათ, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მესამე სექტორთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი