
დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია გაიხსნა, რომელზეც 193 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები საგანგებო სესიაზე შეიკრიბნენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით.
სესია გახსნა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, რომელმაც დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და მას მსოფლიო თანამეგობრობის კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა უწოდა.
გუტერეშის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა არის გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევა და გამოწვევა ფუძემდებლური პრინციპებისა და ფასეულობებისთვის.
"ეს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა, ეს არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ომი აძლიერებს რეგიონულ არასტაბილურობას და აძლიერებს გლობალურ დაძაბულობასა და განხეთქილებას. თვითკმაყოფილება მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს საერთო პრინციპებს, რომლებიც ქარტიაშია გაცხადებული. ომი არ არის გამოსავალი. ომი არის პრობლემა. უკრაინაში ხალხი იტანჯება. უკრაინელებს, რუსებს და სხვა ხალხებს მშვიდობა სჭირდებათ",- თქვა გუტერეშმა.
ცნობისთვის, სესიაზე ასევე გამოვიდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი ჯოზეფ ბორელი, აშშ-ის წარმომადგენელი ლინდა თომას-გრინფილდი და სხვები.