ახალი გარემოებები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმე დამძიმდა. გამოძიებამ დღეს ოფიციალურად დაამატა მუხლი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების პოზიციას ამყარებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, ბუნდოვანი გარემოებები, რომელიც ახალგაზრდა ქალის ტრაგიკულ გარდაცვალებას ახლავს, ოჯახისთვის უცვლელი დარჩა. 

ბაჩალიაშვილებისთვის კატეგორიულად მიუღებელია გამოძიების პოზიცია, რომელიც სუიციდის დამტკიცებას ცდილობს. ოჯახს დღეს დაზარალებულის სტუტუსი მიეჭა, მაგრამ ახლა საინტერესოა რა ინახება საქმის მასალებში, რომლებსაც ბაჩალიაშვილების ინტერესების დამცველი ამ წუთებში ეცნობა.

პროკურატურამ მიიღო დადგენილება, რის შედეგადაც დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არის ცნობილი მამა, ბატონი ჯუმბერი, შესაბამისად, მოთხოვნილი იყო რომ საქმის მასალებს გავეცნო და ჩამოვედი, რომ დავიწყო საქმის მასალების გაცნობა. ამავდროულად, 143-ე მუხლს დაემატა 115-ე მუხლი და დღეიდან უკვე ვიწყებ მტკიცებულებების და ჩვენებების გაცნობას და უკვე მეცოდინება რა მტკიცებულებებია, რა მოტივაციით მიდის საქმე და ყველაფერი, რაც კი საქმეში არსებობს, - ამბობს ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი