ჯინ შაჰინი საქართველოში ვიზიტისა და მოლაპარაკების დეტალებს ასაჯაროებს. გავლენიანი სენატორი აქცენტირებულად ყვება, ქვეყნის ფორმალურ მმართველთან დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის შესახებ, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენები და ჩრდილოვანი მმართველობა იყო.
რა უპასუხა პრემიერმინისტრმა ქვეყნის დიდი ხნის მეგობარ სენატორს, შაჰინი არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოსთვის ოლიგარქიული რეჟიმის მართული ქვეყანა მიუღებელია.