საქართველოს ჩამოშორება დასავლეთისგან და რუსული ჩიხი - "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მიზნებზე "მთავარი არხის" დამფუძნებელი რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში საუბრობს. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ავტორიტარიზმის რუსულ სახელმძღვანელოს მიყვება და მომავალში სულ უფრო დემონსტრაციულად დაუპირსპირდება დასავლეთს, დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს.
პოლიტპატიმრად ქცეული მედიამენეჯერი მიიჩნევს, რომ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი "ოცნების" მხოლოდ ერთი ნაბიჯია ამ გზაზე, რასაც მოჰყვება სხვა, კიდევ უფრო მძიმე ქმედებებიც, და რასაც ქართველმა ხალხმა არა თემატურად დაფანტული პროტესტით, არამედ სტრატეგიულ სამიზნეზე - რეჟიმზე მობილიზებით უნდა უპასუხოს.