რუსმა პოლიტოლოგმა და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსმა ანდრეი პიონტკოვსკიმ კიევში ვიქტორ ორბანის დაანონსებულ ვიზიტზე საუბრისას პარალელი საქართველოსთან გაავლო:
"პუტინის გემიდან ერთ-ერთი ბოლო მსუქანი ვირთხა გაიქცა. უნგრეთის პრემიერმინისტრმა ორბანმა კიევში ვიზიტი მოითხოვა. ველოდებით ბატონ ივანიშვილს!" – წერს პიონტკოვსკი ტვიტერზე.
ცნობისთვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ემზადებიან პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის კიევში ვიზიტისთვის. უწყებას არ დაუკონკრეტებია როდის ჩავა ორბანი უკრაინის დედაქალაქში, თუმცა აღნიშნა, რომ როდესაც დრო მოვა, ორბანი გაემგზავრება კიევში.