კანადამ მედვედევის ცოლ-შვილი დაასანქცირა - ახალი შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, სანქციების სიახში მოხვდა 129 ფიზიკური პირი და 63 ორგანიზაცია.

სანქცირებულებს შორის არიან რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მეუღლე სვეტლანა და მათი ვაჟი ილია.

კანადამ ასევე აკრძალა ელექტრონიკის ინდუსტრიაში გამოყენებული გარკვეული ელემენტების რუსეთში ექსპორტი და რუსული იარაღის იმპორტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი