"შეუსაბამოა EU-ის ნორმებთან, ღირებულებებსა და საქართველოს მისწრაფებებთან" - შვედეთის ელჩი "ოცნების" რუსულ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი "ოცნების" რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და საქართველოს მისწრაფებებთან. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან, ღირებულებებთან და საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველია. შვედეთი გააგრძელებს მათ სრულ მხარდაჭერას", - წერს შვედეთის ელჩი twitter-ზე.

შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით დაარეგისტრირებს.

ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპრიექტს მხარი არ დაუჭირონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა ის რუსულ კანონს შეადარა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი