"წმინდად ამერიკული კანონპროექტია, თუ შინაარს არ კითხულობთ, სათაური მაინც წაიკითხეთ" - ხუნდაძე "რუსულ კანონზე"

გამოქვეყნდა:

"ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამტკიცებს, რომ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ამერიკული კანონის ანალოგია და მასზე "სპეკულაციები, თითქოს ის რუსული კანონია უსაფუძვლოა".

"თუ ვინმე ამას რუსულს ეძახის, მაშინ იქნებ დაასაბუთოს, რატომ არის ის რუსული. ერთი ერთში ჩვენ გადმოვიტანეთ წმინდად ამერიკული კანონპროექტი, თუ შინაარს არ კითხულობთ, სათაური და ავტორი მაინც წაიკითხეთ, ვინ არის და სად არის ის მიღებული. სპეკულაციისთვის უსაფუძვლო განცხადებების კეთება ჩვეულია ნაციონალური მოძრაობისთვის და თქვენც ამას ხელს უწყობთ. ევროკავშირი თვითონ მსჯელობს უკვე, რომ ასეთი ტიპის კანონპროექტი მიიღოს. თუ ვინმეს პირველი ვარიანტი ჰგონია ან უნდა რომ ეგონოს, რომ ის რუსულია, ჩვენ მეორე ვარიანტი [წარვადგინეთ] წმინდა ამერიკული, რომელიც მხოლოდ თარგმანია, აბსოლუტურად ერთი ერთში ნათარგმნი ამერიკული კანონპროექტი, მივიღოთ ის", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ

შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით დაარეგისტრირებს.

ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპრიექტს მხარი არ დაუჭირონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა ის რუსულ კანონს შეადარა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი