"დასავლეთის მიზანი რუსეთის დაყოფაა, მაშინ, ალბათ, მიგვიღებენ ე.წ. ცივილიზებულ ხალხთა ოჯახში" - პუტინი 

გამოქვეყნდა:

რუსეთის გაყოფის დასავლეთის გეგმები დოკუმენტირებულია და ეს გახდა მისი ერთადერთი მიზანი - ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ "Россия 1-თვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა. 

გადაცემაში „მოსკოვი, კრემლი, პუტინი“, რუსეთის დიქტატორმა თქვა, რომ თუ მოსკოვი არ ჩაერევა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაში, "რუსეთის ხალხების" ბედი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. 

„არც კი ვიცი, შეუძლია თუ არა ისეთ ეთნიკურ ჯგუფს, როგორიც არის რუსი ხალხი, გადარჩეს იმ ფორმით, როგორშიც ის დღეს არსებობს“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა თქვა, რომ ერთიანი რუსი ხალხის ნაცვლად დასავლეთს სურს, შექმნას ხალხი "მოსკოვიდან, ურალიდან და ა.შ.“ პუტინის მტკიცებით, ასეთი გეგმები დადასტურებულია წერილობითაც.

"ეს ყველაფერი იყო გეგმებში, ეს გეგმები - ქაღალდზეა გადმოცემული. უბრალოდ, ურთიერთობების დამყარების პირობებში ვცდილობდით, ამაზე არ გვესაუბრა. მაგრამ ეს ყველაფერი არსებობს, ყველაფერი დაწერილია ფურცელზე",- თქვა პუტინმა 

პუტინმა დასავლეთის საერთო მიზანს უწოდა ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის, როგორც მისი მთავარი ნაწილის დაყოფა.

"მაშინ, ალბათ, მიგვიღებენ ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ ხალხთა ოჯახში, მაგრამ მხოლოდ ცალ-ცალკე, თითოეულ ნაწილს ცალ-ცალკე“, - აღნიშნა პუტინმა.

როგორც პუტინმა განმარტა, დასავლეთს სურს დაყოს რუსეთი სხვადასხვა სუბიექტებად, რათა  თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. მან თქვა, რომ მოსკოვს მოუწია პასუხის გაცემა დასავლეთის ქვეყნების მცდელობებზე, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ სამყარო გადაეკეთებინათ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი