უნდა დასანქცირდეს თუ არა ივანიშვილი | ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში და აშშ-ის მესიჯები

გამოქვეყნდა:

უნდა დასანქცირდეს თუ არა ივანიშვილი - დასავლეთში ამ საკითხზე 2 აზრი არსებობს. სანქციების მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი სიფრთხილეა, რომ ამგვარ ქმედებას არ გამოეწვია ოლიგარქიული რეჟიმის კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებში გადასვლა და არ დაეზიანებინა ქართული დემოკრატია. 

პარადოქსულია, მაგრამ თავად ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, ყოველდღიური ქმედებებით ამ არგუმენტს საფუძველს თავადვე აცლიან. რადგან "ქართულ ოცნებაზე" მეტად ახლა ქართულ დემოკრატიას ვერავინ და ვერაფერი აზიანებს. ვაშინგტონსა და ბრიუსელში სულ უფრო მეტი ანალიტიკოსი თუ პოლიტიკის შემქმნელი იხრება იმ აზრისკენ, რომ ივანიშვილის პერსნალური სანქცირების გარეშე ის არ იტყვის უარს ქვეყნის ჩრდილოვან, ოლიგარქიულ მართვაზე და კიდევ უფრო მძიმე ფორმებით  დაპუპრისპირდება დემოკრატიას.

ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თბილისში ამერიკელი სენატორების ვიზიტმა. რასაც მალევე მოჰყვა ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში და გასაგები გახდა რაოდენ დიდ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვის რეგიონი დემოკრატიული სამყაროსთვის, და რა შორს მიაქანებს საქართველოს თავისივე ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობისგან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი