
სააპელაციო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე, ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება ამავე პროცესზე გამოაცხადოს.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს და კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს მისივე ყოფილი უწყება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება და ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მისი კონკრეტული ქმედებების შედეგად ფულადი ზიანი მიადგა.
პირველმა ინსტანციამ კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც თითქოს ფიქტიურ წვრთნებში გაიფლანგა, თუმცა სამხედრო სწავლებები რომ რეალურად ჩატარდა, ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ვიდომასალითაც დასტურდება.
კეზერაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ პოლიტიკური სასამართლოს საბოლოო მიზანი ტელეკომპანია ფორმულასთვის პრობლემების შექმნა და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაა, რადგან კეზერაშვილს საქართველოში სხვა აქტივი არ აქვს.