
სრულად უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის უფლებები - ასე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას ლატვიის პრეზიდენტი. ეგილს ლევიტსი განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის აუცილებელი სამედიცინო დახმარება, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და მისწრაფებების შესაბამისად", - წერს ეგილს ლევიტსი.