
ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ნაჩქარევად იყო შემუშავებული და ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკას. დეგნანი იმეორებს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეროვნული ბანკის სანდოობისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი დამოუკიდებლობაა და ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო, მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკში არის ასეთი გუნდი, რომელმაც ასე კარგად მართა ამ პერიოდის განმავლობაში. ამაზე მიანიშნებს ის სტატისტიკა რაც არსებობს. რატომ უნდა შეიცვალოს ეს გუნდი, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც მოიტანა ასეთი სტაბილური ეკონომიკის ზრდა. განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო კოვიდი, შემდგომ იყო რუსული ფულის შემოდინება, რუსეთის მიერ უკრაინის ომის დაწყების შემდგომ და ამ ყველაფერს, ამ გამოწვევებს ძალიან კარგად გაართვა თავი ბანკმა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი სტაბილურობისთვის. დასანანია, რომ აღნიშნული კანონი, ასე რომ ვთქვათ, ნაჩქარევად იქნა შემუშავებული და ასევე იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში ბანკის დამოუკიდებლობა", - თქვა დეგნანმა.
იხილეთ ასევე: