საქართველოს ხელისუფლება რუსული მედიის ყურადღების ეპიცენტრში. ვრცელ სტატიას ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ მართული სააგენტო "ქართული ოცნების" საქებრად აქვეყნებს და წერს, რომ "ოცნება" უარს ამბობს ევროპაზე და საქართველოს ხელისუფლებას არ სურს დასავლური ოჯახის წევრობა.
მაგალითებად ოლიგარქის გუნდის მაღალჩინოსნების ციტატებია მოყვანილი. ვრცელ სტატიას ემატება განცხადებებიც. ტერორისტულ რეჟიმად აღიარებული რუსეთის ხელისუფლება "ოცნების" პოლიტიკას პირდაპირ იწონებს და ირკვევა, რომ საქართველოსა და ოკუპანტი ქვეყნის სამთავრობო ელიტას საერთო ბევრი აქვთ - განმასხვავებელი კი ფაქტობრივად არაფერი.