რუსული რეპრესიული კანონი ვრცელდება ყველაზე, ვინც საზღვარგარეთიდან ფინასდება ან ვინც უცხოური გავლენებით სარგებლობს. ის უკვე შეეხო 600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს და აგენტად შერაცხულებზე ვრცელდება რეგულაციები, ამიტომ მათ სამშობლოს დატოვება უწევთ.
სახელმწიფო ებრძვის ყველას, ვინც მასთან არაა. ეს ხდება დღეს რუსეთში და ხვალ ასეთი რეალობა შესაძლოა საქართველოშიც დადგეს. პუტინის რეჟიმი მასობრივად დევნის კრიტიკოსებს, მის ოპონენტებს და ამ ყველაფერს კანონს ამოფარებული აკეთებს. ისიც, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, არწმუნებს საზოგადოებას, რომ დუმამ კანონი გამჭვირვალობის მიზნით მიიღო და ცდილობს მოსახლოების დაჯერებას, რომ პირები, რომლებიც ამ სიაში მოხვდებიან, მართლა აგენტები არიან. არადა რეჟიმის მიზნები ცალსახაა - ებრძოლოს დემოკრატიულ ღირებულებებს და ჩაახშოს თავისუფალი ხმა.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი