როგორ შედის სანქცირებული ტვირთი ცივილიზებულ საყაროსგან იზოლირებულ და დასანქცირებულ რუსეთში. NBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ტერორისტული რეჟიმის მთავარი მოკავშირეები ჩინეთი და საქართველო არიან.
სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს დაუსრულებელი რიგები რუსეთის ორი მეზობელი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებთან, რაც ამყარებს ჟურნალისტების ვერსიებს სანქცირებული ტვირთის რუსეთში შესაძლო ტრანსპორტიერების შესახებ.
NBC-ის სკანდალურ რეპორტაჟს ოფიციალური თბილისი უკვე გამოეხმაურა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს და დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს, რეპორტაჟში მოყვანილ ფაქტებს.