
"ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობის საკითხის განხილვისას ლორდმა ზაკ გოლდსმიტმა ისაუბრა.
ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების გამო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, 26 იანვარს სტრატეგიული მოლაპარაკებების დროს ამის შესახებ უთხრა. ჩვენი ელჩმა და სხვა მაღალჩინოსნებმაც ისაუბრეს ამ საკითხზე. ყურადღებით დავაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს, - აცხადებს ზაქ გოლდსმიტი.
ლორდმა გოლდსმიტმა მთავარი არხის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა:
ნიკა გვარამიას დაკავებისა და მსჯავრდებულების შესახებ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით შეშფოთება, რომელსაც მისი საქმე, საქართველოში მედიის თავისულფების ფართო აღქმის შესახებ უფრო აძლიერებს. გასულ წელს მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ საქართველოს ელჩს და განიხილეს ეს საკითხი. 1 ნოემბერს ამ შეშფოთების შესახებ ჩვენ საელჩოს თბილისი ვესაუბრეთ. ლონდონი ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე პროცესებს, - აცხდებს გოლდსმიტი.