ევროკავშირი "ოცნების" წინააღმდეგ | 27 ქვეყნის საპროტესტო ნოტა ბრეგაძის უწყებას და მიხეილ სააკაშვილის კიდევ უფრო დამძიმებული მდგომარეობა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. 27 ქვეყანა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საერთო პოზიციას აფიქსირებს. დემარში, რომელშიც მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვის მოთხოვნაა გაწერილი, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ოფიციალურად გააცნო იუსტიციის მინისტრს. ევროპული ქვეყნები ერთხმად აცხადებენ, რომ სააკაშვილი უნდა გადარჩეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება დაუშვებელია. ეს პოზიცია ევროპულმა ქვეყნებმა ბრიუსელში შეათანხმეს და დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აცნობეს. 

დიპლომატიური დემარშის პარალელურად, სააკაშვილის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. სახალხო დამცველის კონსილიუმი წერს კუნთების განლევისა და წნევის ვარდნის შესახებ. მედიკოსები კრიტიკულ ვადასაც ასახელებენ და ამბობენ, რომ ორ თვეში პატიმრის ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები დაიწყება. კონსილიუმის ეს დასკვნა ერთი კვირის წინ განხორციელებული ვიზიტის შედეგად დაიწერა, დღეს ვითარება გაცილებით დრამატულია - ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილი მესამე დღეა ლოგინიდან ვერ დგება და საუბარი უჭირს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი