
"გადაარჩინეთ ქვეყნის ევროპული მომავალი" - დღეს, 28 თებერვალს, 11:00 საათზე, ენმ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავს.
პარტიის წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მოითხოვენ, რატი ბრეგაძემ შეასრულოს 27 ქვეყნის წარმომადგენლის მოწოდება, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს. განცხადებას ხელს ევროკავშირის 27 ქვეყანა აწერს.
იხილეთ ასევე: